მოსწავლეების სოციალური და ემოციური კომპეტენციების მხარდაჭერის პროგრამა განხორციელდა პანდემიის შედეგად გამოწვეული სასწავლო დანაკარგების შემცირებისა და რემედიალური განათლების პოპულარიზაციის კონტექსტში.
ინიციატივა მიზნად ისახავს სოციალური და ემოციური სწავლების პოპულარიზაციას, სკოლის ბაზაზე სოციალური და ემოციური სწავლების კომპონენტის დანერგვის მხარდაჭერას, მასწავლებლების გაძლიერებასა და პროფესიული განვითარებას, მომზადებისა და გადამზადების მრავალფეროვანი პროგრამების შემუშავების გზით.





