სოციალური და ემოციური სწავლება

მოცემული დოკუმენტი შემუშავებულია კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) სკოლა ლაბის პროექტის „სკოლების გაძლიერების ინიციატივა“ ფარგლებში. დოკუმენტის მიზანია სასწავლო დანაკარგების აღმოფხვრის კონტექსტში სოციალური და ემოციური უნარების განვითარების ხელშემწყობი ჩარჩოს შემუშავება. აღნიშნული მიზნის შესაბამისად განხორციელდა შემდეგი ნაბიჯები:

  • სოციალური და ემოციური სწავლის მნიშვნელობისა და აქტუალობის დასაბუთება როგორც გლობალურ, ასევე ეროვნულ კონტექსტში;
  • სასწავლო დანაკარგების კონტექსტში სოციალურ და ემოციურ უნარებთან დაკავშირებული გამოწვევების ანალიზი;
  • სოციალური და ემოციური სწავლის შესახებ განხორციელებული კვლევების მიმოხილვა;
  • სოციალური და ემოციური სწავლის სხვადასხვა თეორიული ჩარჩოს მიმოხილვა;
  • სოციალური და ემოციური სწავლის მიმოხილვა ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის მარეგულირებელ დოკუმენტებში;

ლიტერატურის მიმოხილვის შემდგომ, დოკუმენტში გაანალიზებულია სოციალური და ემოციური სწავლის აღწერილი ჩარჩოები, ბოლო ნაწილში კი შემოთავაზებულია ანალიზზე დაყრდნობით შემუშავებული რეკომენდაციები სოციალური და ემოციური უნარების ხელშეწყობისთვის ზოგადსაგანმანათლებლო კონტექსტში.