2024 წლის 17 თებერვალს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, კონფერენცია – “სოციალური და ემოციური კომპეტენციების მხარდაჭერა სკოლაში” გაიმართა. კონფერენცია ემსახურებოდა საქართველოში სოციალური და ემოციური განათლების პოპულარიზაციასა და სფეროში მომუშავე ორგანიზაციების თანამშრომლობის ხელშეწყობას.კონფერენცია ჩატარდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბავშვის განვითარების ინსტიტუტისა და კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის სკოლა-ლაბის პროგრამის თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანული ფონდის Bread for the World-ის (BfdW) ფინანსური თანადგომით.
კონფერენციის ფარგლებში დამსწრეებს საკუთარი საქმიანობა და პროგრამები გააცნეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ, შესაბამის სააგენტოებთან ერთად, საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტმა; საზოგადოებრივი ინიციატივები წარადგინეს შემდეგმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პროგრამებმა: კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის სკოლა-ლაბის პროგრამა, შავი და ბალტიის ზღვის ალიანსი, USAID -ის საბაზისო განათლების პროგრამა, MAC GEORGIA და ილიას სამართლის სახლი (ილიასი).
კონფერენციაზე პანელური და ღია დისკუსიის ფარგლებში იმსჯელეს სკოლის ბაზაზე სოციალური და ემოციური განათლების დანერგვის მნიშვნელობაზე, არსებულ ხელშემწყობ და ხელშემშლელ გარემოებებზე.






