TED – ED-ის მიერ მოკრებილი და ღიად გაზიარებული მაღალი ხარისხის, ინტერაქტიული, სწავლა-სწავლების ვიდეო მასალები შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე www.ed.ted.com. TED – ED არის TED-ის ფონდის ახალგაზრდების მხარდაჭერისა და განათლების ხელშეწყობის ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებს და მასწავლებლებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას და გამორჩეული იდეების გავრცელებას. აღსანიშნავია, რომ სწორედ TED-ი ახორციელებს ფართოდ ცნობილ TED Talk ინიციატივასაც. რესურსები ღიაა და უფასო.