Kialo-Edu

Kialo (kialo.com) მსოფლიოში წამყვანი ციფრული ტექნოლოგიაა დებატების, მხარდაჭერისა და ვიზუალიზაციის მიმართულებით. Kialo Edu (kialo-edu.com) კი მის მიერ შექმნილი, საგანმანათლებლო მიზნებზე მორგებული, სპეციალური ვებ გვერდია. Kialo Edu ახალგაზრდებს ეხმარება კრიტიკული აზროვნებისა და დასაბუთებული მსჯელობის უნარების განვითარებაში. საიტი სრულად ღიაა და ძალიან მარტივი გამოსაყენებელია. აღსანიშნავია, რომ  იგი საკმაოდ უსაფრთხოა. აქ ვერ ნახავთ გარე რეკლამებს და საიტი  არ ითხოვს პირად მონაცემებს.

Kailo Edu მოსწავლეებს უზრუნველყოფს საერთო ვირტუალური სივრცით მსჯელობის, დებატებისა და დისკუსიებისთვის, ჩართულ მხარეებს ეხმარება მიმდინარე საუბრების ეფექტურ ვიზუალიზაციაში. პორტალზე ასევე ნახავთ შესაბამის საგაკვეთილო გეგმებს, კლასში აღნიშნული რესურსის გამოყენების რეკომენდაციებსა და კარგ პრაქტიკებს.