დაიწყო სკოლის კონსულტანტის სასერტიფიკაციო პროგრამის პირველი კურსი

14 სექტემბერს დაიწყო სასკოლო კონსულტანტის სასერტიფიკაციო პროგრამის პირველი კურსი. მონაწილეებს ინტენსიური და საინტერესო სამი თვე ელით.
 
პროგრამა სიტისის სკოლა ლაბის ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს სკოლების ინსტიტუციური მხარდაჭერის მიმართულებით ადამიანური რესურსის განვითარებას.
 
კურსზე მიღება ღია კონკურსით ხდება და სწავლის ხარჯები იფარება სკოლა-ლაბის პროგრამის მიერ.
 
პირველ კურსზე მსურველთა რაოდენობა ძალიან დიდი იყო, რაც პროგრამის აქტუალობას ადასტურებს.
 
2024 წლის კოჰორტაზე მიღება ოქტომბერში გამოცხადდება .
პროგრამის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ ბმულზე