შვედეთის კვების სააგენტომ ინგლისურ ენაზე სასკოლო კვების ეროვნული გაიდლაინი გამოაქვეყნა

გაიდლაინი მოიცავს სასკოლო კვების ჰოლისტიკურ ხედვას, რომელსაც „კვების მოდელს“ უწოდებენ და რომელიც მოიცავს შემდეგ ექვს სფეროს: 1- გემოვნური თვისებები, 2- უსაფრთხოება, 3- ნუტრიენტები, 4- ეკო-გონივრულობა, 5- სასიამოვნო და 6- სწავლებასთან ინტეგრირებული, გაიდლაინები ნახეთ აქ https://www.livsmedelsverket.se/en/food-habits-health-and-environment/maltider-i-vard-skola-och-omsorg/skola . ეროვნულ დონეზე უფასო სასკოლო კვების მიწოდება მე-20 საუკუნის ადრეულ წლებში დაიწყო და მოსწავლეთა უმრავლესობა 70-იან წლებში მოიცვა. ამჟამად ცხელი საკვები 6-დან – 16 წლამდე ყველა მოსწავლეს მიეწოდება. 2011 წლიდან შვედეთის სკოლის კანონი კი მოითხოვს ჯანსაღ, ნუტრიენტებით გაჯერებულ სასკოლო მენიუს.