ნილუფარ კურბანოვა


სკოლის კონსულტანტის სასერტიფიკაციო პროგრამის 2023 წლის კურსდამთავრებული ​

ნილუფარ კურბანოვა დაიბადა 1989 წლის 17 ივლისს ქალაქ მარნეულში. 2006 წელს დაამთავრა მარნეულის მე-8 საჯარო სკოლა და ამავე წელს გახდა თბილისის საერო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტი, რომელიც დაამთავრა 2010 წელს. 2010-2011 წლებში მუშაობდა დავით აღმაშენებლის სახელობის თურქულ ლიცეუმში ინგლისური ენის პედაგოგად. 2011 წლიდან დღემდე მუშაობს მარნეულის მესამე საჯარო სკოლაში ინგლისური ენისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგად.

ნილუფარი იყო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების და „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროექტის, ასევე სხვადასხვა პროექტის ტრენერი საჯარო სკოლებში. 2017 წლიდან მუშაობს სხვადასხვა გამომცემლობასთან და თარგმნის სახელმძღვანელოებს ქართულიდან აზერბაიჯანულ ენაზე. თავის პროფესიაში მიაღწია მნიშვნელოვან მიღწევებს. ჩააბარა საერთაშორისო გამოცდები TOEFL, CAE და CELTA პროფესიულ დონეზე. პროფესიაში წარმატების მიღწევაში მას დაეხმარნენ უცხოელი მოხალისეები, რომლებთან ერთადაც 7 წელი იმუშავა.

ნილუფარს  ასევე აქვს არასამთავრობო სექტორში მუშაობის 12 წლიანი გამოცდილება. იგი ჩართული იყო სხვადასხვა პროექტში და ხელი შეუწყო მათ წარმატებით განხორციელებას. ჩართულია არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ში. ცდილობს იყოს გარემოს დამცველი მასწავლებელი.

ძირითადი მიდგომები და ფილოსოფია

მოხალისეობას ჩემს ცხოვრებაში დიდი მნიშვნელობა აქვს. მასწავლებლობაც მოხალისეობით დავიწყე და  წლების განმავლობაში დავაგროვე პედაგოგიური გამოცდილება. ამიტომ ძალიან შემიყვარდა ეს პროფესია. მასწავლებლის პროფესიის არჩევას, ვფიქრობ, ყველაზე მეტად სჭირდება გამბედაობა. ქვეყნის მომავალი პირდაპირაა დამოკიდებული შენზე, შენს პროფესიონალიზმზე და ადამიანურ რესურსებზე.

წლებია საქართველოში აზერბაიჯანულენოვან სკოლებში  დიდი გამოწვევები არსებობს. ქართული ენის ბარიერი დღემდე ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება. სახელმწიფო ენის დაბალ დონეზე ცოდნა გავლენას ახდენს სკოლების მუშაობაზე.  საგნობრივი კათედრების განვითარება და მასწავლებლების პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა პრიორიტეტი უნდა იყოს სკოლებისთვის. როგორც სკოლის კონსულტანტი, შევეცდები, დავეხმარო სკოლებს საგნობრივი კურიკულუმის შემუშავებაში, სკოლაში სხვადასხვა კლუბის შექმნაში, რომელიც ეხება ფორმალურ და არაფორმალურ განათლებას, მუდმივად გავაცნო პედაგოგებს განათლებაში არსებული ახალი მიდგომების და მეთოდების შესახებ, ვთარგმნო სასარგებლო მასალები და სახელმძღვანელოები, ავამაღლო ცოდნა გარემოს დაცვის შესახებ და დავეხმარო სკოლებს ავტორიზაციის საკითხებში. ასევე, მნიშვნელოვანია სკოლებში არაფორმალური განათლების პოპულარიზაცია. პროექტების დაწერაში და განხორციელებაში  მთავარი ხიდი ვიქნები.

სამწუხაროდ, საქართველოში არსებულ სკოლებს არ აქვთ განვითარებული შიდასასკოლო და თვითშეფასების მექანიზმი. თვითშეფასების პროცესი მხოლოდ იმ შემთხვევაშია წარმატებული, თუ მონაწილე მხარეები ცვლილებების აუცილებლობას იაზრებენ და აღიარებენ. თუ მზად არიან მიიღონ რეკომენდაციები კოლეგებისაგან და ადმინისტრაციისაგან შეცვალონ არსებული პრაქტიკა. ეს ყველაფერი იმის ბრალია, რომ სკოლებში ნაკლებად არის განვითარებული ორგანიზაციული კულტურა. ვიცით, რომ სკოლებში ამის დანერგვა რთული პროცესია. მაგრამ თუ დიდი ენთუზიაზმით მივუდგებით საქმეს, ამას ვერ შევძლებთ?

ზემოაღნიშნული ყველა მიმართულებით სკოლების დახმარება ჩემი მთავარი პრიორიტეტი იქნება. სკოლის ადმინისტრაციასთან, მოსწავლეებთან და პედაგოგებთან კარგი ურთიერთობის დამყარება ჩემი უპირატესობაა. ჩემთვის მთავარია ყველა არსებული საქმის ბოლომდე მიყვანა.

„სიახლეების ძებნაში მყოფ სკოლას დაეხმარეთ და თუ მან იპოვა ის, რასაც ეძებს, იყავით უხილავი“.