კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) სკოლა-ლაბის და განათლების კოალიციის ინიციატივით სასკოლო განათლების ყოველწლიური კონფერენცია დაფუძნდა. კონფერენციის მიზანია განათლების სფეროში ღია და მონაწილეობაზე დაფუძნებული საზოგადოებრივ პლატფორმის გაძლიერება, რომელიც საშუალებას მისცემს განათლების მკვლევარებსა და დარგის დაინტერესებულ მხარეებს იმსჯელონ სასკოლო განათლების მიღწევებისა და გამოწვეევების, რეგიონისა და საერთაშორისო კონტექსტებისა და საქართველოზე მათი გავლენის შესახებ; შეაფასონ მიმდინარე რეფორმები, განავითარონ ალტერნატიული ხედვები.
პირველი კონფერენცია გაიმართა 2023 წლის 20-21 სექტემბერს. მომდევნო წლებში კონფერენციის ფორმატი გაფართოვდება, რათა მეტ დაინტერესებულ პირს მისცეს მონაწილეობის შესაძლებლობა და იმავდროულად შეძლოს საკითხების უფრო ფართო სპექტრის მოცვა.
2023 წლის საკონფერენციო თემები იყო:
კონფერენცია ასევე მიზნად ისახავდა სასკოლო კვების მნიშვნელობისა და მისი განვითარების პერსპექტივების წარმოჩენას. მსვლელობისას ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლასთან თანამშრომლობით კონფერენციის მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაეგემოვნებინათ სასკოლო ხემსის მენიუც.
კონფერენციას ესწრებოდნენ განათლების პოლიტიკის მკლევრები, სპეციალისტები, განათლების პოლიტიკით დაინტერესებული პირები. კონფერენციის გახსნითი მოხსენება „განათლების სისტემის დილემები გლობალიზაციის კონტექსტში“ წარმოადგინა ნუცა კობახიძემ, ჰონკონგის უნივერსიტეტის შედარებითი განათლების კვლევის ცენტრის დირექტორმა.
კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილ იყო შემდეგი კვლევისა და პოლიტიკის დოკუმენტები:
კვლევა „ზოგადი განათლების რეფორმები საქართველოში და „ერთიანი სკოლის მოდელი,“ მიზნად ისახავდა 2022 წლის მდგომარეობით საქართველოს ზოგადი განათლების სისტემაში მიმდინარე მნიშვნელოვანი რეფორმების შესწავლასა და მათი განხორციელების თანამიმდევრულობის შეფასებას. შედეგების ანალიზის საფუძველზე, შემუშავდა მიზნობრივი რეკომენდაციები რეფორმების ფარგლებში საერთო ხედვის შემუშავების, სტრატეგიებისა და ინტერვენციების სინქრონიზაციის მხარდასაჭერად.
კვლევა შეისწავლის საქართველოს სახელმწიფოს მიერ განათლების უფლების რეალიზებაზე გამოყოფილ დაფინანსებას. კერძოდ, მისი მიზანია გაანალიზოს რამდენად ხდება სახელმწიფოს მიერ მაქსიმალურად შესაძლებელი ფინანსური რესურსის გამოყოფა, რათა უზრუნველყოფილ იყოს განათლების მიღების უფლება ყველა მისი მოქალაქისათვის როგორც სკოლამდელი, ასევე სასკოლო და უმაღლესი განათლების კონტექსტში. განათლების სფეროს დაფინანსების ანალიზი კეთდება ე.წ. 4A სქემის მიხედვით: availability, access, acceptability and adaptability. კვლევა ეფუძნება, როგორც მიზნობრივად გამოთხოვილ, ასევე ფართოდ ხელმისაწვდომ საჯარო მონაცემებს ცენტრალური, რეგიონული და ადგილობრივი მმართელობის დონეებზე. კვლევა განხორციელდა განათლების კოალიციის მიერ, განათლების გლობალური კამპანიის მხარდაჭერით.
დოკუმენტი წარმოადგენს საგანმანათლებლო რესურსცენტრების ფუნქციური და ინსტიტუციური განვითარების კონცეფციას, რომელიც თანხვედრაშია მიმდინარე რეფორმებთან და ასევე, უზრუნველყოფს სკოლებისა და სისტემის გაძლიერების მხარდაჭერას მომავალი გამოწვევებისა და ცვლილებების საპასუხოდ. კონცეფცია ეფუძნება საგანმანათლებლო რესურსცენტრების საჭიროებების კვლევას, რომელიც განხორციელდა 2021 წლის შემოდგომაზე. „საგანმანათლებლო რესურსცენტრების კონცეფციის ჩარჩო“ მომზადებულია განათლების კოალიციის მიერ გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.
დოკუმენტი აღწერს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების (ზგემი) განახლების რეკომენდაციებს და მისი რევიზიის კონცეპტუალურ დასაბუთებას, ასევე, წარმოადგენს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების ახალი რედაქციის ერთ-ერთ შესაძლო ალტერნატივას, სადისკუსიო გზამკვლევთან ერთად.
დოკუმენტი შემუშავდა 2022 წელს, განათლების კოალიციის კოორდინაციით. საქმიანობა განხორციელდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან პარტნიორობით UNDP-ის მიერ დაფინანსებული „ზოგადი განათლების სისტემის გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში.
დოკუმენტის დანიშნულებაა ხელი შეუწყოს ზოგადი განათლების სისტემის ეფექტური მონიტორინგისა და შეფასების მექანიზმის განვითარებას. ამ მიზნით ინდიკატორების სისტემას , რომელიც 29 ინდიკატორისგან შედგება, მატრიცის სახე აქვს და ზოგადი განათლების სისტემის ხარისხის შესახებ ინფორმაციას ორი ძირითადი პერსპექტივით – ღირებულებით და ფუნქციურ ჭრილში წარმოგვიდგენს.
„რეკომენდაციები ზოგადი განათლების სახელმწიფო ინდიკატორების შემუშავებისათვის“ მომზადებულია განათლების კოალიციის მიერ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან პარტნიორობით გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მიერ დაფინანსებული „ზოგადი განათლების სისტემის გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში.
გახსნითი მოხსენება: განათლების სისტემის დილემები გლობალიზაციის კონტექსტში
ჰონკონგის უნივერსიტეტის შედარებითი განათლების კვლევის ცენტრის დირექტორი და ასოცირებული პროფესორი ნუცა კობახიძე,
სესია 1: ზოგადი განათლების სისტემის ღირებულებითი და შედეგზე ორიენტირებული მართვა
სესია 2: ზოგადი განათლების სისტემის ღირებულებითი და შედეგზე ორიენტირებული მართვა – რეფლექსია და მსჯელობა
პანელური დისკუსია:
მოდერატორი – ირინა ხანთაძე
სესია 3: ზოგადი განათლების სისტემის რეფორმა – კვლევების სპრინტი
კვლევის შედეგები – სიმონ ჯანაშია
პოლიტიკის დოკუმენტი – თამარ ბრეგვაძე
მოდერატორი: ირინა ხანთაძე
სესია 4: ზოგადი განათლების რეფორმის პერსპექტივა – რეფლექსია და მსჯელობა
მოდერატორი – გიორგი ჭანტურია