კერძო მიმწოდებლების პრაქტიკა

Red Rabbit – ნიუ იორკში დაფუძნებული სასკოლო კვების მიმწოდებელი კომპანიაა, რომელიც მინიმალური კაპიტალით ძალიან წარმატებულ მიმწოდებლად იქცა. მოპოვებულმა 500 000 $-იანმა ინვესტიციამ Red Rabbit-ის საშუალება მისცა კერძო სკოლებიდან საჯარო სკოლების კვებაზე გადმოენაცვლა. საჯარო სკოლაში ერთ კვებაზე დახარჯული თანხა 3$-ს არ უნდა აღემატებოდეს. დღესდღეობით, Red Rabbit საკვებით ამარაგებს 100 000-ზე მეტ მოსწავლეს და იმავდროულად სასკოლო საზოგადოებას (მასწავლებლებს, მოსწავლეებს, ადმინისტრაციასა და მშობლებს) რეგულარულად აწვდის ინფორმაციას ჯანსაღი კვების მნიშვნელობის შესახებ. კომპანიის შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://www.myredrabbit.com/about-us


Munchie Machine – სატვირთო მანქანა, რომელიც კოლორადოს შტატის ერთ-ერთი ქალაქის სკოლის ეზოში მოსწავლეებისთვის საკვებს ყიდის. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებისთვის შესაძლოა საკვების ფასი ოდნავ მაღალი იყოს სკო1ლის ადმინისტრაცია არ კრძალავს საკვების ამგვარი სახით წარმოდგენას, რადგანაც მათ აქვთ USDA სერთიფიკატი (რომელიც ადასტურებს, რომ მათი საკვები შეესაბამება სასკოლო კვების სტანდარტს) და ბავშვებს სთავაზობენ მრავალფეროვან არჩევანს. კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: bvsd.org/truck/Pages/default.aspx