კვლევა „ზოგადი განათლების რეფორმები საქართველოში და „ერთიანი სკოლის“ მოდელი”

კვლევა „ზოგადი განათლების რეფორმები საქართველოში და „ერთიანი სკოლის“ მოდელი,“ მიზნად ისახავდა 2022 წლის მდგომარეობით საქართველოს ზოგადი განათლების სისტემაში მიმდინარე მნიშვნელოვანი რეფორმების შესწავლასა და მათი განხორციელების თანამიმდევრულობის შეფასებას. შედეგების ანალიზის საფუძველზე, შემუშავდა მიზნობრივი რეკომენდაციები რეფორმების ფარგლებში საერთო ხედვის შემუშავების, სტრატეგიებისა და ინტერვენციების სინქრონიზაციის მხარდასაჭერად.

კვლევა განხორციელდა კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) სკოლა ლაბის პროექტის მიერ, „სკოლების გაძლიერების ინიციატივა“ ფარგლებში გერმანული ფონდის „Bread for the world” (BfdW) დაფინანსებით.