ბესო სულაბერიძე - მოწვეული ლექტორი

ორგანიზაციული განვითარებისა და პროექტების მართვის მიმართულებით კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) წამყვანი კონსულტანტია 25 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილებით. არის არაერთი სასწავლო პროგრამის ავტორი და ტრენერი პროექტების მართვისა და ორგანიზაციული დაგეგმვის საკითხებზე. პროფესიული საქმიანობის მანძილზე მას მოუწია ათობით საზოგადოებრივი, საჯარო თუ ბიზნეს ორგანიზაციის კონსულტირება და მხარდაჭერა, იმავდროულად კარიერის მანძილზე იგი თავად ხელმძღვანელობდა ევროკავშირის, გაეროს სააგენტოების, USAID-ისა და bp–ის მიერ დაფინანსებულ შესაძლებლობების განვითარების არაერთ მსხვილ პროექტს.