Scratch–ი კრეატიული კოდირების ღია და უფასო პლატფორმაა, რომელიც საშუალებას აძლევს ყველა ასაკის ბავშვს ციფრულად დაამზადონ და გაავრცელონ საკუთარი ისტორიები, თამაშები თუ ანიმაციები. პლატფორმა ბავშვებს ეხმარება შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების, თანამშრომლობის უნარების და სხვა ე.წ. 21-ე საუკუნის კომპეტენციების განვითარებაში. უკვე ასობით ათასი განმანათლებელი სხვადასხვა დისციპლინებში აქტიურად იყენებს პლატფორმას საკლასო ოთახში თუ მის მიღმა, Scratch-ი მასაჩუსეცის ტექნოლოგიების ინსტიტუტის (MIT) მედია კლუბის პროექტია, რომელსაც Lifelong Kindergarten Group–ი ახორციელებს.