ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები ზოგად განათლებაში – თეორია და პრაქტიკა – თამთა კობახიძე

ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები ზოგად განათლებაში – თეორია და პრაქტიკა (ჩამოტვირთვა)

საგანმანათლებლო ორგანიზაციის წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმაპირობებელი
გამართული ხარისხის უზრუნველყოფის სისტემაა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლონიის
პროცესმა უმაღლეს განათლებაში დააახლოვა განათლების აღიარების გზები და ხარისხის
უზრუნველყოფის მექანიზმები გლობალურად, მკვეთრად განსხვავებული ვითარება რჩება
ზოგადი განათლების დონეზე. სხვადასხვა ქვეყნის საგანმანათლებლო პოლიტიკის ანალიზი
გვიჩვენებს, რომ ამა თუ იმ სისტემის შიგნით მიდგომები ზოგად (Bürger & Schmid,
2008)საგანმანათლებლო დაწესებულებების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართ
განსხვავებულია. ამ განსხვავებების მიუხედავად, ცენტრალიზებულ თუ დეცენტრალიზებულ
სისტემებში გვაქვს წარმატებული სასკოლო რეფორმების მაგალითები და შესაბამისად,
პოლიტიკის დონეზე ინდივიდუალური მიდგომები ზოგადი განათლების ხარისხის
უზრუნველყოფის კუთხით.
წინამდებარე ნაშრომში განხილულია ზოგად განათლებაში ხარისხის უზრუნველყოფასა და
მართვასთან დაკავშირებული თეორიული საფუძვლები და პრაქტიკული მიდგომები,
აღწერილია სხვადასხვა საგანმანათლებლო სისტემებში შიდა და გარე შეფასებასთან
დაკავშირებული გამოცდილება, მოცემულია ინდიკატორები, რომელთა მიხედვითაც ხდება
ანგარიშგება, მონაცემების სახეები და მათი მოგროვების გზები. ანგარიში წარმოადგენს
შესავალს თემაში. გამომდინარე იქიდან, რომ ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის
სისტემებთან, მათ დანერგვა/განვითარებასთან, შეფასებასა და თვითშეფასებასთან
დაკავშირებით გამოცდილება და რესურსები საქართველოში მცირეა, ნაშრომი საინტერესო
უნდა იყოს სასკოლო განათლებით დაინტერესებული პირებისათვის.