კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) სკოლა-ლაბის პროგრამა აცხადებს მიღებას სკოლის კონსულტანტის შერეული (ჰიბრიდული) ფორმატის სასერტიფიკაციო კურსის მეორე კოჰორტაზე.
შერჩეული მონაწილეებისთვის სწავლება უფასოა.
კურსის ხანგრძლივობა – 3 თვე (თებერვალი – აპრილი 2024).
კურსი ხორციელდება სკოლა-ლაბის პროექტის – „სკოლების გაძლიერების ინიციატივის“ პირველი ფაზის ფარგლებში, გერმანული ფონდის Bread for the World-ის (BfdW) ფინანსური თანადგომით.
დეტალური ინფორმაცია კურსის შესახებ იხილეთ ბმულზე >>
კონკურსში მონაწილეობით დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ რეგისტრაციის ფორმა>> და დაურთონ პროფესიული რეზიუმე.
წარდგენის ბოლო ვადაა 17 ნოემბერი, 2023. დაგვიანებული აპლიკაციები არ განიხილება.
გასაუბრების ეტაპზე გადასულ აპლიკანტების სკოლა-ლაბი დაუკავშირდება არაუგვიანეს 2024 წ-ის 1 დეკემბერისა.