ქალაქების საერთაშორისო ქსელი აქტიურად უჭერს მხარს სასკოლო კვების ლოკალიზაციას

მილანის მერის მოადგილემ, ანა სკავუცომ, სასკოლო კვების კოალიციის პირველ გლობალურ სამიტზე, პარიზში, 2023 წლის 20 ნოემბერს „ქალაქები კვებავენ მომავალს“ (,,Cities Feeding the Future Initiative’’) ინიციატივის ფარგლეში გამოაცხადა მზაობა დახმარება გაუწიონ დაინტერესებულ ქალაქებსა და ადგილობრივ თვითმმართველობებს სასკოლო კვების პროგრამების განვითარების მიმართულებით.

წამოწყების მხარდასაჭერად ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ: კოპენჰაგენის მერი, იაკობ ნაესაგარი,ქალაქ ნაირობის გუბერნატორი, საკაჯა არტურ ჯონსონი, ქალაქ ადის აბაბას მერის მოადგილე ექიმი ზალალემ მულატუ, მილანის ურბანული სასურსათო პოლიტიკის პაქტის ხელმძღვანელი, ფილიპო გავაცენი.

,,Cities Feeding the Future Initiative’’ არის მილანის ურბანული კვების პოლიტიკის პაქტის (MUFPP) პარტნიორობა, რომელიც აერთიანებს 270-ზე მეტ მერს მთელი მსოფლიოდან და ფუნქციონირებს 2015 წლიდან. აღსანიშნავია, რომ ქსელში ჩართულმა ძალზედ ბევრმა ქალაქმა ამ წლებში გამოხატა მაღალი ინტერესი სასკოლო კვების პროგრამების წამოწყების თუ შემდგომი განვითარების მიმართ.

ქალბატონმა სკავუცომ ხაზი გაუსვა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ძლიერი პოლიტიკური ნება და მულტისექტორულ თანამშრომლობა ბავშვთა ყოველდღიური ჯანსაღი კვების პროგრამების გაძლიერებისათვის.

„მე პასუხისმგებელი ვარ ჩემს ქალაქში კვების პოლიტიკაზე, განათლებაზე და სხვადასხვა პარტნიორებთან ერთად ვმუშაობ დასახული მიზნების მისაღწევად.წამოადგენდე ქალაქს გულისხმობს, რომ ჩვენ უშუალოდ ვმართავთ კვების სისტემის ინფრასტრუქტურის მრავალფეროვნებას და საკვებზე ფიქრისას, ასევე მოვიაზრებთ სკოლებს, სტუდენტებს, მასწავლებლებს, ოჯახებს, თემებს, შესყიდვებს და ყველაფერს, რაც ჩვენს ქალაქებშია…. “ – თქვა ქალბატონმა სკავუცომ.

https://schoolmealscoalition.org/localization-of-school-meals/