დისკუსია შეეხება ზოგადი განათლების დაწესებულებათა ხარისხის უზრუნველყოფის საერთაშორისო პრაქტიკებისა და მიდგომების მიმოხილვას. დისკუსია ეფუძნება, სკოლა-ლაბის 2020 წლის სტიპენდიანტის თამთა კობახიძის მიერ 2020 წელს მომზადებულ ანგარიშს „ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები ზოგად განთლებაში – თეორია და პრაქტიკა“, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე:
ნაშრომში განხილულია ზოგად განათლებაში ხარისხის უზრუნველყოფასა და მართვასთან დაკავშირებული თეორიული საფუძვლები და პრაქტიკული მიდგომები; აღწერილია სხვადასხვა საგანმანათლებლო სისტემებში შიდა და გარე შეფასებასთან დაკავშირებული გამოცდილება, მოცემულია ინდიკატორები, რომელთა მიხედვითაც ხდება ანგარიშგება, მონაცემების სახეები და მათი მოგროვების გზები.
დაინტერესებულ პირებს მოვუწოდებთ წინასწარ გაეცნოთ დოკუმენტის მოკლე პრეზენტაციის ვიდეოს: https://vimeo.com/509754140