სკოლის როლი კარიერულ დაგეგმვაში – განათლების რეფორმის ახალი მიმართულება – ქეთევან სხილაძე

21-ე საუკუნეში ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად უამრავი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ცვლილება მოხდა. ამის შედეგად „ინფორმაციულ ერაში“  ძირეულად შეიცვალა როგორც შრომის ბაზრის მოთხოვნები, ისე – კარიერული წარმატებისთვის საჭირო უნარები და კომპეტენციები. შესაბამისად, საჭირო გახდა საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლების და შეფასების ფორმისა და შინაარსის გადახედვა. სწორედ ამ თემაზე გვთავაზობს ბლოგს ქეთევან სხილაძე, რომელიც სტენფორდის სოციალური ინოვაციების მიმოხილვის ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიაზე დაყრდნობით მოამზადა. ბლოგი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე