სკოლის მართვის პრაქტიკა ქართულ ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში შესწავლილი არ არის და ინფორმაცია მართვასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ ფრაგმენტულია, შესაბამისად, დისკუსიის მიზანია მართვის არსებული პრაქტიკის ძირითადი მახასიათებლების გამოკვეთა და ანალიზი.
დისკუსია ეფუძნება 2020 წელს სკოლა-ლაბის პროგრამის ფარგლებში, მერი ქადაგიძის მიერ მომზადებული კვლევის ანგარიშს „ სკოლის მართვის პრაქტიკა საქართველოში“. კვლევა განხორციელდა თვისებრივი მეთოდოლოგიით. კვლევის ფარგლებში შესწავლილ იქნა 24 სკოლის ლიდერის ანკეტა თემატური ანალიზის მეთოდის გამოყენებით.