ხარისხის მართვა ზოგად განათლებაში დღესდღეობით ქართული განათლების სისტემის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. როგორც ცნობილია, ხარისხის ეფექტური უზრუნველყოფისათვის კრიტიკული მნიშვნელობისაა გარე და შიდა შეფასების ოპტიმალური კომბინაცია. ამჟამად საქართველოში არ მოქმედებს საჯარო სკოლების გარე შეფასების ეფექტური მექანიზმი. ქართულ სკოლებს ასევე არ აქვთ ინდივიდუალურ საჭიროებებსა და გამოწვევებზე მორგებული ხარისხის შიდა შეფასების მექანიზმების გამოყენების გამოცდილება. დაბალია ამ მხრივ ინფორმირებულობის დონეც. აქედან გამომდინარე, წინამდებარე ნაშრომის მიზანია, გამოიკვლიოს სკოლის ბაზაზე თვითშეფასების არსებული მოდელები და პრაქტიკა, გააკეთოს მათი შედარებითი ანალიზი და შეძლებისდაგვარად, შეაფასოს მათი ეფექტიანობა, ხოლო ხსენებული ანალიზის საფუძველზე შეიმუშაოს რეკომენდაციები ქართული განათლების სისტემისათვის.
ნაშრომის ჩამოტვირთვა შეგიძლიათ ბმულიდან