„სკოლების გაძლიერების ინიციატივის ფარგლებში“, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) სკოლა ლაბის პროგრამა აცხადებს მცირე გრანტების კონკურსს ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის.
კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს რემედიალური განათლების იდეის პოპულარიზაციას სოციალური და ემოციური უნარების განვითარებაზე ორიენტირებული სწავლების მიდგომების გავრცელებით.
საგრანტო კონკურსის ფარგლებში შეირჩევა არაუმეტეს 6 პროექტი. თითოეული პროექტის საგრანტო ფონდი შეადგენს 8 000 ევროს .
საგრანტო კონკურსის განაცხადი და პირობები იხილეთ ბმულზე
კონკურსის შესახებ, ღია კარში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში დარეგისტრირდით მითითებულ ბმულზე: https://forms.gle/8REHLXpMxnY6GhBc7
კონკურსი ხორციელდება სკოლა-ლაბის პროგრამის მიერ, სკოლების გაძლიერების ინიციატივის პირველი ფაზის ფარგლებში გერმანული ფონდის Bread for the World-ის (BfdW) ფინანსური თანადგომით.