24 თებერვალს სკოლა-ლაბის სკოლის კონსულტანტის პროგრამის პირველი ნაკადის კურსდამთავრებულებს გადაეცათ სერტიფიკატები.
შემაჯამებელ ღონისძიებაზე მონაწილეებმა დამსწრე აუდიტორიას საკონსულტაციო საქმიანობის შესახებ საკუთარი ხედვაც წარუდგინეს.
მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მოხდა ესოდენ ენერგიული, მოტივირებული და განსხვავებული კომპეტენციების მქონე „მომავლის ადამიანების“ გაერთიანება სკოლის განვითარების საერთო ღირებულებებისა და იდეის ირგვლივ.