სიმონ ჯანაშია - მოწვეული ლექტორი

სიმონ ჯანაშიას დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ისტორიის სპეციალობით, მაგისტრატურა ჰარვარდის უნივერსიტეტში სწავლისა და სწავლების სპეციალობით და დოქტორანტურა კოლუმბიის უნივერსიტეტში, განათლების საერთაშორისო განვითარების სპეციალობით.

 

სიმონ ჯანაშია მუშაობდა განათლების განვითარების ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში, საქართველოში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთსა და უზბეკეთში. ის ასწავლის განათლების სხვადასხვა ასპექტის შესახებ საქართველოში, კავკასიის საერთაშორისო, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტებში. მისი კვლევითი ინტერესია განათლების პოლიტიკა, სწავლების მეთოდები და მასწავლებლების პროფესიული განვითარების შესაძლებლობები.

 

სიმონ ჯანაშიას ძირითადი სამუშაო ადგილია გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია თბილისში, რომლის დამფუძნებელი მასწავლებელიც იყო 2001 წლიდან. ამჟამად ის დაკავებულია მასწავლებლების მომზადების, სკოლისა და გარე საზოგადოების ურთიერთობის გაღრმავების, მათ შორის ონლაინ სწავლების პროექტებში.