1-7 დეკემბერს ქალაქ ვარშავაში “სკოლა-ლაბის” პროგრამის მიერ ინიცირებული სასწავლო ტური გაიმართა. სასწავლო ტურის განმავლობაში “სკოლა-ლაბისა” და განათლების საკითხებზე მომუშავე სხვა ქართული ორგანიზაციების წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ შეხვედროდნენ და გაცნობოდნენ განათლების სფეროში მოღვაწე წამყვანი სახელმწიფო დაწესებულებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას და პოლონეთში მიმდინარე განათლების რეფორმებს, მიღწევებს/სირთულეებს.
მათ შორის მონაწილეები დაესწრნენ საჯარო და კერძო სკოლაში მიმდინარე გაკვეთილებს და ჰქონდათ გამოცდილების გაზიარების დისკუსიები მასწავლებლებთან და სასკოლო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან.
“სკოლა-ლაბი” მალე შემოგთავაზებთ ბლოგებს სასწავლო ტურის რიგ საინტერესო საკითხებზე და მიღებულ გამოცდილებაზე.
სასწავლო ტურს მასპინძლობდა Fundacja Edukacja dla Demokracji “პოლონურ-ამერიკული თავისუფლების ფონდის” მხარდაჭერით
A study tour initiated by the “Skola-Lab” Program was held in Warsaw on December 1-7. During the study tour, representatives of “Skola-Lab” and other education-related organizations had the opportunity to meet and get acquainted with the activities of leading state institutions and NGOs and the educational reforms, achievements / challenges in Poland.Participants attended public and private school lessons and had opportunities to share experience, to have discussions with teachers and other school community representatives.
The “Skola-Lab” will soon introduce blogs on a number of interesting topics of the study tour and the experiences gained.
Study tour was hosted by Fundacja Edukacja dla Demokracji with the support of the “Polish-American Freedom Foundation”