სკოლა-ლაბი (https://ctcskolalab.ge/) კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) განათლების მიმართულების პროგრამაა. მისი მიზანია ქართული სკოლის განვითარების ხელშეწყობა ამ სფეროში არსებული ცოდნისა და გამოცდილების შესწავლით და სხვადასხვა მიდგომების, მეთოდების პილოტირებით თუ აპრობაციით. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ცხადდება 3 თვიანი ანაზღაურებადი სასტიპენდიო პროგრამა ახალგაზრდა მკვლევარის პოზიციაზე. სასტიპენდიო პროგრამა გულისხმობს სამაგიდო კვლევას სკოლის ორგანიზაციული განვითარებისა და ხარისხის მართვის სისტემების, პრაქტიკების დანერგვის შესახებ. განაცხადში აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს მსჯელობა აღნიშნული მიმართულებით მისი კვლევითი ინტერესის შესახებ.
ახალგაზრდა მკვლევარის მოვალეობები:
· სამაგიდო კვლევის ფარგლებში საჭირო ინფორმაციის მოძიება და დამუშავება;
· მეორეული მონაცემების შეგროვება და ანალიზი;
· საბოლოო ანგარიშის მომზადება და საჯარო წარდგენა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტი ან მაგისტრი სოციალური მეცნიერებში. კერძოდ, განათლების მეცნიერებების, სოციოლოგიის, ორგანიზაციული განვითარებისა და განათლების ფსიქოლოგიის მიმართულებით;
· ინგლისური ენის ცოდნა;
· სასკოლო განათლების საკითხებზე მუშაობის მოტივაცია;
· საოფისე პროგრამების ცოდნა.
უნარები:
· ანალიტიკური აზროვნების უნარი;
· აკადემიური წერის უნარი;
· კვლევითი უნარები;
· გუნდური მუშაობის უნარი.
აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 28 თებერვალი.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, შეავსოთ ონლაინ სააპლიკაციო ფორმა: