„სასკოლო სენდვიჩები“ სასკოლო განათლების კონფერენციაზე

სკოლაში კვება მნიშვნელოვანი წინაპირობაა, როგორც ბავშვების ჯანმრთელობის, ასევე საგანამნათლებლო მიზნების მიღწევისათვის. შესაბამისად, გვინდა ხელი შევუწყოთ ამ საკითხის აქტუალიზებას საქართველოში.

ამ მიზნით სკოლა-ლაბის პროგრამის და განათლების კოალიციის ორგანიზებით გამართულ სასკოლო განათლების კონფერენციაზე ბაკსვუდის საერთაშორისო სკოლასთან თანამშრომლობით მონაწილეებს „სასკოლო სენდვიჩები“ შევთავაზეთ. სკოლის შეფ-მზარეულმა დავით მამაცაშვილმა საკუთარი რეცეპტით მოამზადა, როგორც მოსწავლეთა ხემსის ერთ-ერთი ადვილად ხელმისაწვდომი, ჯანსაღი და ბიუჯეტური მენიუ.

გაეროს ბავშვთა ფონდის 2022 წლის კვლევის მიხედვით, საქართველოში სასკოლო საათებში კვება მნიშვნელოვანი გამოწვევაა, ვინაიდან სასკოლო საათების განმავლობაში ყოველდღიურად იკვებება ბავშვების ერთ მეოთხედზე ოდნავ მეტი (27%),ხოლო არასდროს არ იკვებება ბავშვების 35%. მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონე ბავშვებში არჭამის შემთხვევები მნიშვნელოვნად უფრო ხშირია (45%). იმავდროულად აღსანიშნავია, რომ კვლევა არ აღწერს თუ რამდენად, ჯანსაღად და დაბალანსებულად იკვებებიან ბავშვები.