სასკოლო კვების უნივერსალური პროგრამები უფრო და უფრო წამყვანი მიდგომა ხდება გლობალურად

სასკოლო კვების უნივერსალური პროგრამები უფრო და უფრო წამყვანი მიდგომა ხდება გლობალურად

2024 წელს მსოფლიოში მოქმედი სასკოლო კვების პროგრამების ნახევარზე მეტი უნივერსალური ბუნების იქნება, ანუ მოემსახურება და დაფარავს ყველა მოსწავლეს თანაბრად მისი სოციო-ეკონომიკური სტატუსის მიუხედავად. სასკოლო კვების გლობალური კოალიციის პოლიტიკის კვლევის კონსორციუმი რეკომენდაციას სწორედ ასეთ პროგრამებს უწევს. მათი ექსპერტების მოსაზრებით, ასეთი მიდგომა გაცილებით უკეთეს შედეგს იძლევა ბავშვთა ჯანმრთელობის მხრივ და მეტად ანვითარებს ჯანსაღი კვების ჩვევებს. ასევე ხელს უწყობს სოციალურ შეჭიდულობას, აგვარიდებს დაშვების კრიტერიუმებით გამოწვეულ სტიგმატიზაციას. აღსანიშნავია, რომ ქვეყნების დიდი ნაწილი, რომლებიც ამჟამად სასკოლო კვების უნივერსალურ პროგრამებს ახორციელებენ, ამ სტრატეგიას უწყვეტად ბოლო 70 წელია მიმართავენ (ფინეთი, შვედეთი, იაპონია, ასევე ბრაზილიაში და ინდოეთში მოქმედი რამდენიმე მსხვილი პროგრამა). სულ ახლახანს აშშ-ს 8 შტატმაც უნივერსალური მიდგომა დაამტკიცა პანდემიის დროს მიღებული პოზიტიური გამოცდილების გათვალისწინებით. ამ მიდგომის მთავარი უპირატესობაა მისი გრძელვადიანი ეფექტები ადამიანური და სოციალური კაპიტალის განვითარების მხრივ. მაგალითად, შვედეთში ჩატარებული კვლევა ადასტურებს, რომ მათ ვინც ასეთ პროგრამაში იყო ჩართული საშუალოდ 3% – ით მაღალი შემოსავალი აქვთ მთელი ცხოვრების მანძილზე იმათთან შედარებით, ვინც ასეთ პროგრამაში არ იყო ჩართული.