სასკოლო კვების პროგრამა - სომხეთი

2021 წელს სომხეთი მიუერთდა სასკოლო კვების კოალიციას, რითიც აიღო ვალდებულება უზრუნველყოს სასკოლო კვების პროგრამა. მთავრობა საკუთარ შესაძლებლობებს აძლიერებს სასკოლო კვების ეროვნული პროგრამის ეფექტურად მართვისათვის სხვადასხვა პარტნიორის, მათ შორის მსოფლიო სასურსათო პროგრამის ტექნიკური მხარდაჭერით. სომხეთი ცდილობს სასკოლო კვება განათლების პოლიტიკაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ასპექტად აქციოს და ამით გააუმჯობესოს ქვეყნის განათლების და ჯანდაცვის დონე და ამავე დროს, ხელი შეუწყოს სიღარიბის დაძლევას. ამჟამინდელი მონაცემებით, სომხეთის ათ პროვინციაში 106000-ზე მეტ ბავშვს აქვს შესაძლებლობა სკოლაში ცხელი ლანჩი მიირთვას, როცა 2010 წელს ეს რიცხვი მხოლოდ 12000-ს შეადგენდა.

პარიზში სასკოლო კვების კოალიციის პირველ გლობალურ სამიტზე სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ არტურ მარტიროსიანმა განაცხადა, რომ სასკოლო კვების პროგრამის დანერგვა შესაძლებელი გახდა ერთობლივად, სახელმწიფოს ძირითადი დაფინანსების მექანიზმისა და სხვადასხვა ინოვაციური დაფინანსების სქემის მეშვეობით, როგორიცაა თუნდაც კომერციული შეთანხმებები. სასკოლო კვების დანერგვის პროცესის და ხარისხის ინვესტირების, ზედამხედველობისა და კოორდინაციის პროცესის უზრუნველსაყოფად სომხეთმა დააარსა სააგენტო. აღინიშნა, რომ სასკოლო კვების კვებითი ღირებულების გაზრდამ და ხარისხზე აქცენტის გაკეთებამ შესაძლებელი გახადა მისი ზოგადად კვების სისტემებთან, კლიმატის ცვლილებებთან, ადგილობრივ თემებსა და ბიზნესთან დაკავშირება, რაც პოზიტიურ გავლენის მომტანია მდგრადობისა და განვითარების თვალსაზრისით.

სომხეთის ხელისუფლება სასკოლო კვების პროგრამის გაძლიერების მიზნით მხარს უჭერს „სასკოლოს თემის მოდელს“, რომლის მეშვეობითაც 50-ზე მეტმა სკოლამ ააშენა სათბურები და გააშენა ბაღები სეზონური ხილისა და ბოსტნეულის წარმოებისთვის. ამავე დროს, იმისათვის, რომ სასკოლო კვების პროგრამები მაქსიმალურად ინკლუზიური იყოს, „არპი“, რომელიც არის სასკოლო კვების მოდელი, ხელს უწყობს საზოგადოების ინვესტიციას სასკოლო კვების დაფინანსებაში. როგორც ზემოთაც აღინიშნა, პროგრამას მხოლოდ სახელმწიფო არ აფინანსებს, შესაბამისად „არპი“ ცდილობს ალტერნატიული დაფინანსების სისტემების მოძიებას. მოდელი უზრუნველყოფს სკოლებისათვის მზის პანელების, სასოფლო-სამეურნეო აღჭურვილობის უზრუნველყოფას, რათა დამატებით თავადაც გამოიმუშაონ სასკოლო კვებისათვის შემოსავალი.

რეგიონის სირთულიდან გამომდინარე, გათვალისწინებულია სასკოლო კვების პროგრამის უზრუნველყოფა კრიზისების დროსაც, რაც მის მდგრადობას განაპირობებს. ამას ადასტურებს ყარაბაღის რეგიონში კონფლიქტიც, რა დროსაც ყარაბაღის ტერიტორია ბევრმა ოჯახმა დატოვა და თავშესაფრის მოთხოვნით სომხეთს მიაშურა. კონფლიქტის ზონას გამორიდებულმა ბავშვებმა სწავლა სომხეთის სკოლებში დაიწყეს. სასკოლო კვებაზე გაზრდილ მოთხოვნაზე კი პროგრამამ შეფერხების გარეშე მოახდინა რეაგირება.