გიზიარებთ „სასკოლო კვების კოალიციის“ მიერ გამოქვეყნებულ 2023 წლის ანგარიშის ძირითად აქცენტებს. იგი ეხება სასკოლო კვებისა და სოციალური დაცვის პროგრამებს და მომზადებულია UNESCO-ს ეგიდით, გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF), მსოფლიო სურსათის პროგრამასთან (WFP) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO) პარტნიორობით.
„სასკოლო კვების კოალიცია“ არის ქვეყნებისა და განვითარების საერთაშორისო სააგენტოების გაერთიანება, რომელიც ეხმარება მთავრობებს და მათ პარტნიორებს გააძლიერონ და განავითარონ სასკოლო კვების პროგრამები და გააუმჯობესონ მისი ხარისხი. მას მხარს უჭერს გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამა.
ქვემოთ გთავაზობთ ანგარიშის რამდენიმე ძირითად გზავნილს:
მოსწავლეთა ჯანმრთელობა, კვება და კეთილდღეობა აკადემიური მიღწევების და განათლების ხარისხის საკვანძო ფაქტორებია
იქ, სადაც სასკოლო კვება არსებობს და მოსწავლეებს ნუტრიენტების საჭირო რაოდენობა მიეწოდებათ, სასკოლო ასაკის ბავშვები და მოზარდები უფრო ჯანმრთელები და პროდუქტიულები არიან, ნაკლებად აცდენენ სკოლას მათ შორის ავადმყოფობის მიზეზით.
სასკოლო ჯანმრთელობისა და კვების პროგრამები ხელს უწყობს განათლების შედეგების გაუმჯობესებას. რაც ეფექტიანი ინსტრუმენტია სწავლების კრიზისის დასაძლევად.
მსოფლიოს მასშტაბით ქვეყნების უმეტეს ნაწილში დანერგილია სასკოლო კვებისა და ნუტრიაციის პროგრამები
მსოფლიოს ქვეყნების 90%-ს აქვს ამა თუ იმ სახით და მოცვით სასკოლო ჯანმრთლობის და კვების პროგრამები.
მსოფლიოში სასკოლო კვება ყველაზე გავრცელებული სოციალური დაცვის პროგრამაა და დაწყებით სკოლაში თითქმის ყოველ მეორე ბავში სარგებლობს.
სასკოლო ჯანმრთელობისა და კვების პროგრამები ფინანსურად ეფექტიანი ინვესტიციაა
გარდა იმისა, რომ მაქვს აქვს დადებითი გავლენა განათლებასა და ჯანმრთელობაზე, ასევე იკვეთება მისი მხარდამჭერი როლი სოციალური დაცვისა და აგროკულტურის განვითარების მიმართულებით. ეს უკანასკნელი კი იკვეთება მაშინ, როდესაც სასკოლო კვებისთვის შესყიდვები ადგილობრივი ფერმერებისგან/მწარმოებლებისგან ხორციელდება.
სასკოლო კვების პროგრამა ყოველ ერთ დახარჯულ დოლარზე უკან აბრუნებს 9 დოლარს. ხოლო, იმ სასკოლო პროგრამებს, რომლებიც მენტალურ ჯანმრთელობაზეა ფოკუსირებული, პოტენციურად შეუძლია დახარჯულ ყოველ ერთ დოლარზე უკან 21,5 დოლარი დააბრუნოს.
ასეთ პროგრამებში განხორციელებულ ინვესტიციებს აქვს, როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი და თაობათაშორისი სარგებელი. მას წვლილი შეაქვს ადამიანური კაპიტალის შექმნასა და ერების მდგრად განვითარებაში.
სასკოლო ჯანმრთელობის და კვების პროგრამები განათლებისა და ჯანმრთელობის მიმართულებით თანასწორობასა და ჩართულობას უწყობს ხელს
პროგრამებს ყველაზე დაუცველი ბავშვებისთვის შეუძლიათ დადებითი შედეგების მოტანა. ეს პროგრამები ხელს უწყობს, როგორც განათლების, ასევე ჯანდაცვის სერვისებზე უფრო თანაბარ და ინკლუზიურ ხელმისაწვდომობას.
მეტი ყურადღება უნდა მიექცეს სასკოლო გარემოს განვითარებას, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია მოსწავლეთა ჯანმრთელობისა და სწავლისათვის.
სკოლაში აუცილებელია უსაფრთხო წყლისა და სანიტარული საშუალებების ხელმისაწვდომობა, რათა მოსწავლეებმა გამოიმუშავონ ჰიგიენური უნარჩვევები და თავიდან აიცილონ ავადმყოფობები. გარდა ამისა, ეს გოგონებს საშუალებას მისცემს მენტრუაციის დროს სკოლა არ გააცდინონ.
ბოლო ათწლეულის განმავლობაში სასკოლო კვების პროგრამები მნიშვნელოვნად გაფართოვდა, მათი 90%-ზე მეტი ნაციონალური მთავრობების მხრიდანაა დაფინანსებული. თუმცა, პროგრამები კიდევ უფრო მეტ გაფართოებას საჭიროებს, რომ ყველა ბავშვს ჰქონდეს მისით სარგებლობის შესაძლებლობა.
ეფექტიანი და მდგრადი პოლიტიკა და პროგრამები საჭიროებს უფრო ძლიერ თანამშრომლობას სექტორებს შორის; ადეკვატურ და მდგრად რესურსებს; სკოლის ძლიერ ხელმძღვანელობას; მასწავლებლებისა და სკოლის სხვა პერსონალის მხარდაჭერას; მოსწავლეების აქტიურ ჩართულობას და მშობლებისა და თემის მონაწილეობას.
ანგარიშისსრულივერსიაშეგიძლიათიხილოთბმულზე:https://unesdoc.unesco.org/ark:/48223/pf0000384421