„საქართველოში სასკოლო კვების სისტემის ჩამოყალიბების საჭიროება და პერსპექტივები“

პოლიტიკის დოკუმენტი „საქართველოში სასკოლო კვების სისტემის ჩამოყალიბების საჭიროება და პერსპექტივები“ მომზადდა კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის მიერ 2021 წელს. დოკუმენტი წარადგენს სასკოლო კვების ეროვნული პროგრამის შემუშავებისათვის საკვანძო რეკომენდაციებს, პოლიტიკის საჭიროების წინაპირობებს, ასევე წარმოაჩენს სფეროში არსებულ საერთაშორისო გამოცდილებას. რაც მნიშვნელოვანია იგი მიმოიხილავს საჯარო სკოლების მოქმედ ქსელს, ინფრასტრუქტურას და რესურსებს, მოსწავლეთა განაწილებას და სწორედ არსებული კონტექსტისა და ვითარების გათვალისწინებით სთავაზობს რეკომენდაციებს.