საერთაშორისო სიახლეები განათლების ხარისხის მართვაში – ISO 21001

დისკუსიაზე განხილულია  2018 წელს სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული განათლების ორგანიზაციების ხარისხის მართვის სისტემის საერთაშორისო სტანდარტი ISO 21001. დისკუსიის დროს აქცენტი კეთდება აღნიშნული სტანდარტის გააზრებაზე საქართველოს რეალობის კონტექსტში და არსებულ გამოწვევებზე.
დისკუსია ეფუძნება 2020 წელს სკოლა ლაბის სტიპენდიის ფარგლებში ლიკა ზაალიშვილის მიერ მომზადებულ კვლევით ანგარიშს „ISO 21001 – მართვის სტანდარტიზებული სისტემა საგანმანათლებლო ორგანიზაციებისათვის. აღწერა და მიმოხილვა საქართველოს ზოგადი განათლების სისტემის კონტექსტში“, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე:
კვლევის ანგარიშში სტრუქტურირებულადაა განხილული აღნიშნული სტანდარტი, აღწერილია მისი ძირითადი პრინციპები და შესწავლილია ამ საკითხზე ბოლო 2 წლის განმავლობაში გამოცემული სამეცნიერო სტატიები. წარმოჩენილია ქართული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მზაობის შესაფასებლად 206 საჯარო და კერძო სკოლის დირექტორის გამოკითხვის შედეგები და მათ საფუძველზე სტანდარტის დასანერგად არსებული ფაქტობრივი მდგომარეობის ანალიზი.
დაინტერესებულ პირებს მოვუწოდებთ წინასწარ გაეცნოთ დოკუმენტის მოკლე პრეზენტაციის ვიდეოს ბმულზე: https://vimeo.com/510569327