რატომ უნდა მოვითხოვოთ სკოლაში კვება? – საკვანძო აქცენტები

სკოლაში კვება მნიშვნელოვანი წინაპირობაა როგორც ბავშვების ჯანმრთელობის, ისე
საგანმანათლებლო მიზნების ეფექტიანად მიღწევისათვის. მით უფრო ქვეყანაში არ-
სებული სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით. საქართველოს არ აქვს შემუშავებული სასკოლო კვების ერთიანი სახელმწიფო პროგრამა და სასკოლო კვების შესახებ ცალსახა საჯარო პოლიტიკა.

განათლების კოალიცია აწარმოებს ადვოკატირების კამპანიას სასკოლო კვების სახელ-
მწიფო პროგრამის ამოქმედების მიზნით. წარმოდგენილი დოკუმენტი მოიცავს სასკოლო კვების პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხების მოკლე მიმოხილვას და წარმოაჩენს საქართველოში მისი განვითარების აქტუალობას.