პროგრამის შესახებ

რა არის სკოლა-ლაბი?

სკოლა-ლაბი კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის განათლების მიმართულების პროგრამაა. მისი მიზანია ქართული სკოლის განვითარების ხელშეწყობა ამ სფეროში არსებული ცოდნისა და გამოცდილების შესწავლით და სხვადასხვა მიდგომების, მეთოდების პილოტირებით თუ აპრობაციით.

ვეხმარებით ქართულ სკოლას​

სკოლა-ლაბი კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის განათლების მიმართულების პროგრამაა. მისი მიზანია ქართული სკოლის განვითარების ხელშეწყობა ამ სფეროში არსებული ცოდნისა და გამოცდილების შესწავლით და სხვადასხვა მიდგომების, მეთოდების პილოტირებით თუ აპრობაციით.

რატომ სკოლა-ლაბი?

ჩვენ ვთანხმდებით, რომ სკოლა ღია სისტემაა და ადგილობრივი გარე ფაქტორებისა და ეკოსისტემის მნიშვნელოვან გავლენას განიცდის. შესაბამისად, სკოლის გამოწვევა უნდა იყოს უპასუხოს არამარტო რეგულაციებით დაწესებულ პირობებს, არამედ, უპირველეს ყოვლისა, შეძლოს მოსწავლეთა და მთლიანად სასკოლო თემის საჭიროებების ეფექტური დაკმაყოფილება.

აქედან გამომდინარე გვჯერა, რომ ზოგადი განათლების ეფექტიანობის გაზრდის აუცილებელი წინაპირობებია მისი სისტემის დეცენტრალიზაცია, სკოლის ანგარიშვლდებულების მექანიზმების დახვეწა და იმავდროულად სკოლის ორგანიზაციულ განვითარებაზე და მხარდაჭერაზე მიმართული პოლიტიკის გატარება.

ცვლილებათა მთავარი ღერძი, სწორედ სკოლა უნდა იყოს. ძლიერი ინსტიტუციის ფორმირება შესაძლებელია ინტეგრირებული მიდგომით, რომელიც მოიცავს ადამიანური, სოციალური, კულტურული თუ მატერიალური კაპიტალის და რესურსების კომპლექსურ და სკოლის მიმდინარე საქმიანობის პროცესში მიზანმიმართულ განვითარებას.

სკოლა-ლაბი მიზნად ისახავს ამ მიმართულებით არსებული გამოცდილების შესწავლას, შესაბამისი ექსპერტიზისა და ცოდნის დაგროვებას და გამორჩეული პრაქტიკების ქართულ რეალობაში განვითარების ხელშეწყობას.

სკოლა-ლაბის ამოცანებია:

  • სკოლის ორგანიზაციული განვითარებისა და ცვლილების მოდელების/მეთოდების საკითხებზე ახალგაზრდა მკლევარების მხარდაჭერა და მათი მონაწილეობით ცოდნის ბაზის ფორმირება;
  • სასკოლო ცვლილებების საკონსულტაციო ექსპერტიზის გაძლიერება;
  • სკოლის განვითარების საცდელი პროექტების ინიცირება.

განათლების საკითხებით დაინტერესებული პირებს სკოლა-ლაბი სთავაზობს: 

  • სასტიპენდიო პროგრამა ახალგაზრდა მკლევარებისათვის
  • აქტუალურ თემებზე სკოლა-ლაბის კლუბის განხილვები
  • სკოლის განვითარების საკითხებზე კვლევების და სხვა საინფორმაციო რესურსების პლატფორმა
  • ბლოგები სასკოლო თემატიკაზე
  • მასტერკლასები და საჯარო ლექციები