ნინო გაგელიძე
სკოლის კონსულტანტის სასერტიფიკაციო პროგრამის 2023 წლის კურსდამთავრებული
ნინო გაგელიძე განათლებით არის სოციალური მეცნიერებების ბაკალავრი (ძირითადი სპეციალობა: ჟურნალისტიკა; სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი), სოციალური ფსიქოლოგიის მაგისტრი (სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) და განათლების მეცნიერებების მაგისტრი (სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი). მას საგანმანათლებლო სისტემაში მუშაობის 10-წლიანი გამოცდილება აქვს: 2014-2019 წლებში მუშაობდა სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, სადაც მისი საქმიანობა დაკავშირებული იყო ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესების ადმინისტრირებასთან, მომდევნო წლებში იკავებდა სხვადასხვა პოზიციას ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით, როგორც კერძო, ასევე, საჯარო უნივერსიტეტებში. ამჟამად მუშაობს სსიპ − ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში. გარდა ამისა, ნინო გაგელიძე არის სსიპ −მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემული ჟურნალის, „სკოლის მართვის“ ავტორი.