ნათია ახვლედიანი
სკოლის კონსულტანტის სასერტიფიკაციო პროგრამის 2023 წლის კურსდამთავრებული
ნათიამ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ბიოფიზიკის მაგისტრი). წლების განმავლობაში მუშაობდა ფინანსურ სექტორში, შემდეგ კი განათლების სფეროში გადმოინაცვლა და გახდა პედაგოგი. რადგან იმ დროისათვის განათლების დარგში აკადემიური ცოდნა არ ჰქონდა, ცდილობდა დანაკლისი ტრენინგებითა და გაცვლითი პროგრამებით აენაზღაურებინა. შედეგად, გაეცნო სხვადასხვა ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემას: მაგ. მოინახულა ესტონეთისა და ისრაელის სკოლები და დაესწრო საგაკვეთილო პროცესებს.
მასწავლებლად მუშაობის დროს ნათია განსაკუთრებით დაინტერესდა საგანმანათლებლო ტექნოლოგიებით, სწავლა ამ მიმართულებით განაგრძო და დაამთავრა ბრისტოლის უნივერსიტეტი (University of Bristol – MSc Education (Learning, Technology and Society), ჩივნინგის სტიპენდია, 2021-2022წწ.). სწავლის პარალელურად მუშაობდა მასწავლებლის დამხმარედ, სადაც მისი მთავარი მოვალეობა სპეციალური საჭიროების მოსწავლეებისათვის აკადემიური დახმარების აღმოჩენა იყო. შემდეგ კი სწავლა ტარტუს უნივერსიტეტში განაგრძო (University of Tartu – MA Education (Educational Technology), ტარტუს უნივერსიტეტის სტიპენდია, 2022-2023წწ.).
ნათიას განათლების სფეროში მუშაობის მრავალფეროვანი გამოცდილება აქვს: ჩართული იყო ტრენინგ მოდულის და პედაგოგთა პროფესიული განვითარების კუთხით სასწავლო მასალების შექმნის პროცესში. უმუშავია როგორც ტრენერს და საგანმანათლებლო პროექტის მენეჯერს. ამჟამად ასწავლის სკოლაში და ხელმძღვანელობს თანამედროვე ტექნოლოგიების სასკოლო ლაბორატორია “ექსპლორიუმს”.