მასწავლებლის ეროვნული ჯილდო წელს საიუბილეო მეხუთე წელს აღნიშნავს და 1 მარტს იწყებს 2021 წლის, რიგით მე-5 კამპანიას!
სკოლა-ლაბი დაინტერესდა თუ როგორი გამოხმაურება აქვს ჯილდოს ქართულ საზოგადოებაში. ამ მიზნით რამდენიმე კითხვით მონაწილეობა მიიღო 2020 წლის შემოდგომის ომნიბუსის კვლევაში, რომელსაც CRRC საქართველო ატარებს. ომნიბუსის მოცემული კვლევა რეპრეზენტატულია და შეიძლება განზოგადდეს მთელს პოპულაციაზე.
კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 43 %-ზე მეტი აცხადებს რომ იცის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს შესახებ. მათგან 93-96% კი ფიქრობს რომ ჯილდო მასწავლებლებს პროფესიულ საქმიანობაში მეტ მოტივაციას აძლევს, ხელს უწყობს მასწავლებელთა თვითშეფასების გაუმჯობესებასა და მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას. ხოლო 90% მიიჩნევს რომ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს არსებობა იწვევს ახალგაზრდების მასწავლებლის პროფესიით დაინტერესებას.
შედეგები ცხრილის სახითაც შეიძლება იხილოთ:
