დოკუმენტში აღწერილია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სასკოლო გეგმის შემუშავების მექანიზმი. მისი მიზანია სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარების პრაქტიკის დანერგვისა და შესაბამისი ორგანიზაციული კულტურის ხელშეწყობა. იგი სკოლას დაეხმარება თანმიმდევრულად ჩამოაყალიბოს და განახორციელოს მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარების პრიორიტეტული და ქმედითი ღონისძიებები და უპასუხოს არსებულ გამოწვევებს. მექანიზმი ეფუძნება თანამონაწილეობით მიდგომას. შესაბამისად, გეგმის დიზაინი მასწავლებელთა ჩართულობით ხორციელდება. .

კერძოდ, დოკუმენტი აღწერს სათანადო სამუშაო პროცესის თანმიმდევრულ ნაბიჯებს, მოიცავს სკოლის პერსონალის განვითარების საჭიროებების განსაზღვრის მეთოდოლოგიას, პრიორიტეტების გამოვლენისა და ერთიანი სასკოლო გეგმის შემუშავების მიდგომებს.