გაეცანით ახალ ქართულ საგანმანათლებლო პლათფორმას – კინოგანათლების ინსტიტუტი. კინოგანათლების ინსტიტუტი კულტურის და განათლების ფონდისა და ეროვნული სასახლის მიერ დაარსებული კინოგანათლების ქართული პლატფორმაა, რომლის მიზანიც კინოხელოვნების საშუალებით ახალგაზრდა აუდიტორიის განვითარება. ინტერდისციპლინარული მეთოდოლოგიის საფუძველზე შექმნილი საგანმანათლებლო რესურსები მოიცავს სასწავლო მასალებს, ვიდეოლექციებსა და ონლაინ სასწავლო კურსებს. რესურსები ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის, თუმცა მათი კომერციული მიზანით გამოყენება აკრძალულია.
დეტალური ინფორმაციისთვის ესტუმრეთ ვებგვერდს: http://filmeducation.ge/ka_ge/