24 ნოემბერს, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში, ანა მარგველაშვილის ნახატების, სერიიდან «მარგვიკეთში» გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. გამოფენა-გაყიდვა „ანდრონიკაანთ უბნის“კვლევის პროექტის მხარდასაჭერად გაიმართა.
ღონისძიებაზე, ასევე კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრისგან ანა მარგველაშვილის ნახატები სამახსოვრო საჩუქრად გადაეცათ სკოლა-ლაბის კამპანიის #ასწავლეემპათიის მონაწილე გამორჩეული ვიდეოს ავტორებს: მაია წერეთელს, თამო გოგიაშვილსა და მაკა ილურიძეს.
სოციალურ ქსელში ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა სკოლა-ლაბის კამპანია ასწავლე ეპათიით, კამპანიაში 50-ზე მეტმა მასწავლებელმა მიიღო მონაწილეობა და მათ ვიდეოებს 40 000-ზე მეტი გამოხმაურება ჰქონდა. კამპანიის მიზანი იყო ემპათიაზე დაფუძნებული პედაგოგიკის იდეის პოპულარიზაცია.