თინათინ ზარდიაშვილი
სკოლის კონსულტანტის სასერტიფიკაციო პროგრამის 2023 წლის კურსდამთავრებული
თინათინ ზარდიაშვილმა 2005 წელს დაასრულა თსუ-ს ბიოლოგიის ფაკულტეტის მაგისტრატურა, მიენიჭა ბიოქიმიკოსის კვალიფიკაცია და ბიოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. 2005 წლიდან დღემდე მუშაობს N143 საჯარო სკოლაში, 2019 წლიდან კი − N147-ე საჯარო სკოლაშიც. ის არის ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, ბუნებისმეტყველების მენტორი მასწავლებელი. თინათინი 2016-19 წლების პერიოდში იყო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრისა და ,,ათასწლეულის გამოწვევის ფონდ-საქართველოს“ პროგრამის ტრენერი ქიმიისა და პროფესიული უნარების მიმართულებით. 2017 წელს გახდა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულის წევრი, ამავე დროს ათეულთა კლუბისა და საკოორდინაციო საბჭოს წევრია.
2020 წლიდან ჟურნალ მასწავლებელსა და ინტერნეტ გაზეთ mastsavlebeli.ge-ს მეთოდური სტატიების ავტორია; ასევე ქმნის ბიოლოგიის გრიფირებული სახელმძღვანელოს მასწავლებლის წიგნებს VII-XI კლასების მასწავლებლებისთვის.
2021 წლიდან თანამშრომლობს გამოცდების ეროვნული ცენტრის ქიმიის ჯგუფთან.
თინათინი CK12-ის ინსტრუქტორ-მასწავლებელია. საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმაზე განთავსებული ელექტრონული რესურსებით შექმნა და თარგმნა ქიმიის, ბიოლოგიისა და მეცნიერების ელექტრონული წიგნები, თარგმნა ფიზიკის სიმულაციები, მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა მეთოდური გზამკვლევი, საგაკვეთილო სცენარები.
თინათინი ,,STEM ინოვატორთა ასოციაციის” დამფუძნებელი, გამგეობის თავმჯდომარის მოადგილეა. ორგანიზაცია უზრუნველყოფს საჯარო და კერძო სკოლების STEM მიმართულების მასწავლებლების თანამშრომლობითი კულტურის გაძლიერებას და უწყვეტი პროფესიული განვითარების ხელშეწყობას.