ბავშვებისთვის ჯანსაღი კვების უზრუნველყოფა ევროკავშირში

ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ბავშვთა სიღარიბესთან ბრძოლის საკითხებში 2023 წლის ნოემბერში დააორგანიზა ექსპერტებისა და ოფიციალური პირების შეხვედრა სათაურით: ბავშვებისთვის ჯანსაღი კვების უზრუნველყოფა ევროკავშირში – სასკოლო კვების განვითარების მზარდი ვალდებულებები.

შეხვედრაზე განხილულ იქნა სასკოლო სასადილოების პოლიტიკა, როგორც ერთ -ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება სასურსათო დაუცველობის წინააღმდეგ, რომელსაც ბავშვებისა და მოზარდების მზარდი ნაწილი განიცდის ევროკავშირში. შეხვედრაზე გაისმა მოწოდებები რომ წევრმა სახელმწიფოებმა გააქტიურონ სასკოლო კვების პროგრამები და ამ სტრატეგიით უზრუნველყონ ჯანსაღი კვება ყველა ბავშვისა და მოზარდისთვის.

შეხვედრა მიზნად ისახავდა უფრო ღრმა საფუძველი ჩაუყაროს წევრი სახელმწიფოების ვალდებულებებს ამ სფეროში და გარანტირებული იყოს ყველა ბავშვისა და მოზარდისთვის დღეში მინიმუმ ერთი ჯანსაღი კვების უფლება ყველა წევრ ქვეყანაში. როგორც ეს უკვე აღნიშნულია ევროკავშირის საბჭოს რეკომენდაციებში ბავშვთა ევროპული გარანტიების შესახებ.

https://spanish-presidency.consilium.europa.eu/en/events/healthy-diet-for-children-towards-greater-commitment-to-school-canteens-beyond-european-child-guarantee/