მოსწავლეების სოციალური და ემოციური კომპეტენციების განვითარება საბაზო საფეხურზე

აქ იხილავთ მოსწავლეების სოციალური და ემოციური კომპეტენციების განვითარებაზე მიმართულ სკოლა-ლაბის რესურსებს და საქმიანობებს

სკოლის განვითარების ინსტრუმენტები და მექანიზმები​

აქ იხილავთ სკოლის ინსტიტუციური გაძლიერებისა და უკეთესი მართვის, სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარების სხვადასხვა აპრობირებულ ინსტრუმენტებს და მექანიზმებს

რეკომენდაციები

აქ წარმოდგენილია მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემის გაუმჯობესების პოლიტიკის რეკომენდაციები. დოკუმენტი მომზადდა საზოგადოებრივი ალიანსი მასწავლებლებისთვის მიერ. ალიანსი მასწავლებელთა ასოციაციების, განათლების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებისა და პროფესიული გაზიარების ჯგუფების ლიდერი მასწავლებლების გაერთიანებაა. მისი მიზანია ხელი შეუწყოს ხარისხიანი, თანასწორი და კეთილდღეობაზე მიმართული ზოგადი განათლების სისტემის განვითარებას და მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემის რეფორმას. ალიანსის საქმიანობის კოორდინაციას და ორგანიზებას უწევს განათლების კოალიცია და სკოლა-ლაბის პროგრამა.

სასკოლო კვება

სკოლა-ლაბი განათლების კოალიციასთან თანამშრომლობით ადვოკატირებას უწევს სასკოლო კვების პროგრამის შემუშავებასა და დაწყებას საქართველოში. აქ ნახავთ ინფორმაციას ჩვენი საქმიანობისა და ზოგადად სასკოლო კვების პროგრამებთან დაკავშირებით, თუ რატომ არის სასკოლო კვება მნიშვნელოვანი, რა მოდელები გამოიყენება, რა გამოცდილება არსებობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.

აღმოაჩინე სკოლა-ლაბის

აღმოაჩინე სკოლა-ლაბის

სკოლებისა და მოსწავლეების სტატისტიკა საქართველოში, 2020

სკოლის მოსწავლეთა წილი მოსახლეობასთან მიმართებაში 15,87%. მოსწავლეთა ყველაზე მაღალი პროცენტი მოსახლეობასთან მიმართებაში არის თბილისსა (18%) და ბათუმში (17%) მოსახლეობისა და მოსწავლეთა თანაფარდობის გადახრა საშუალო მაჩვენებლიდან რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში 10%-ია.

მოსწავლეთა 20.7% სწავლობს სკოლებში რომელთა კონტიგენტი არ აღემატება 601-1000 მოსწავლეს. 31.8% სწავლობს სკოლებში რომელთა მოსწავლეების რაოდენობა არ აღემატება 1001-2699-ს. მოსწავლეთა 26.6% სწავლობს 201-600 კონტიგენტიან სკოლაში. ხოლო 20.9% სწავლობს სკოლაში რომელთა კონტიგენტი არ აღემატება 200-ს

მოსწავლეთა 52,5% სწავლობს სკოლაში, რომლის კონტიგენტიც მოქცეულია 601-დან 2699-მდე დიაპაზონში, ასეთი სკოლები საერთო რაოდენობის 12,5%-ს (259 სკოლა) შეადგენენ, ხოლო 1001-დან 2699-მდე მოსწავლეთა კონტიგენტის მქონე სკოლებში (5,7%) სწავლობს მოსწავლეთა 31,8%

სკოლის მიტოვების მაჩვენებელი

2014 წლიდან სკოლის მიტოვების საერთო მაჩვენებელი 12 000 მოსწავლის ფარგლებში მერყეობს. სწავლის მიტოვების პიკური მაჩვენებელი მოდის 10-ე კლასზე, რომლის რაოდენობაც შეადგენს ყველა სხვა კლასის საერთო რაოდენობის თითქმის ნახევარს. ხოლო საშუალო საფეხურის (10-11-12-ე კლასები) ჯამური მაჩვენებლები მერყეობს დაახლოებით 60-70%-ს შორის.